2026 წლის 05 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ მორიგი რეკომენდაცია Nგ-26-9/1259 გაიცა.
სამსახურში კვლავ ფიქსირდება მომხმარებელთა გაზრდილი მომართვიანობა, როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან საინფორმაციო უზრუნველყოფის არაჯეროვნად შესრულება (კონკრეტული დაზიანების მიზეზისა და აღდგენის სავარაუდო ვადის შეუტყობინებლობა), მათ შორის საგულისხმოა 24-საათიანი ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობის საკითხი.
ამასთან, სამსახურის მიერ, შპს „მაგთიკომის“ მიმართ მომხმარებელთა ინტერესების
დაცვის უზრუნველსაყოფად, 2026 წლის იანვარი-თებერვლის თვეში, გაცემულ იქნა
არაერთი რეკომენდაცია: Nგ-26-9/35; Nგ-26-9/50; Nგ-26-9/223; Nგ-26-9/240; Nგ-26-9/312; Nგ-26-9/659.
2026 წლის 05 მარტის Nგ-26-9/1259 გაცემული რეკომენდაციით, კომპანიის მიმართ გაიცა მითითება, მომხმარებლების საჩივრებთან დაკავშირებით მოახდინოს სათანადო რეაგირება, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, ინდივიდუალური შეტყობინებით უზრუნველყოს მომხმარებლების ინფორმირება მომსახურების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა.
