Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურში, მიმდინარე წლის 8 იანვარი – 9 თებერვლის პერიოდში, შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების შეზღუდვის/დაზიანების აღმოფხვრის თაობაზე, მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობის  საფუძველზე, კომუნიკაციების ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სამსახურში შემოსული მომხმარებელთა საჩივრების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებულია და ინტერნეტით მომსახურების მიწოდება აღდგენილია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 9 თებერვლიდან დღემდე, დამცველის სამსახურში კვლავ პრობლემურია დაზიანების აღმოფხვრის ვადების გაჭიანურების საკითხი. რაც განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მომხმარებლებისთვის შეზღუდული მომსახურების აღდგენის კუთხით (მარტვილი, წყალტუბო, ქუთაისი, თბილისი, ხონი, წალენჯიხა, სიღნაღი, გურჯაანი და სხვ.).

შესაბამისად, კომუნიკაციების ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მიმართავს შპს ,,მაგთიკომს“, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, უზრუნველყოს შეზღუდული ინტერნეტ მომსახურების აღდგენა და მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება.