Select Page

მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული შპს „მაგთიკომი“-ს 24-საათიანი ცხელი ხაზის გაუმართავად მუშაობის გამო (ოპერატორთან დაკავშირების არჩევის შემდგომ, ლოდინის რეჟიმში გადასვლის გარეშე ავტომატური წყვეტისა და ცხელი ხაზის მოლოდინის რეჟიმის ხანგრძლივობის თაობაზე), კომპანიის მიმართ, 2026 წლის 12 იანვარს გაიცა Nგ-26-9/50 რეკომენდაცია. 

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, გაცემული რეკომენდაციით,  კომპანიას ეთხოვა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება/რესურსი და უმოკლეს ვადაში  უზრუნველყოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა, 24-საათიანი ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირების და მომხმარებელთა სათანადოდ ინფორმირების მიზნით.