Select Page

2025 წლის დეკემბრის ბოლოს და 2026 წლის იანვრის დასაწყისში, მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული ინტერნეტით და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებების მიწოდების დაზიანება/შეზღუდვის და არასათანადო ინფორმირების კუთხით, დამცველის სამსახურში მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობის გამო, შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ 2026 წლის 9 იანვარს გაიცა N გ-26-9/35 რეკომენდაცია.  

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, გაცემული რეკომენდაციით,  კომპანიას ეთხოვა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება/რესურსი და უმოკლეს ვადაში  უზრუნველყოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა, შეზღუდული მომსახურების აღდგენის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, 24 სთ-იანი ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირების, მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირებისა, თუ გაუწეველი და მიუღებელი მომსახურების საფასურის გადაანგარიშების მიმართულებით.