მომხმარებელა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
მიმდინარე წლის 17 თებერვალს შეხვედრა გაიმართა ედისონის სახელობის სკოლა ,,ნოვაციის” დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეები გააცნო სამსახურის საქმიანობა და 2025 წლის შედეგები.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ..



