Select Page

სიახლეები

შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში – 30.06.2025

მიმდინარე წლის 30 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.

საინფორმაციო ბიულეტენი – ივნისი, 2025 წელი

გზამკვლევი – სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა, როგორც მომხმარებლის ერთ-ერთი უფლება

სტატია-ჩამოტვირთვა

შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელთან – 26.06.2025

კომუნიკაციების ომბუდსმენს – გვანცა ჩხეიძესა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს – გვანცა ვარამაშვილს შორის საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.

შეხვედრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან – 25.06.2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 25 ივნისს შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა

შეხვედრა ქალაქ ხაშურის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან – 24.06.2025

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 ივნისს, სამუშაო შეხვედრა შედგა ქალაქ ხაშურის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან. კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, რამაზ ცინცაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა