სიახლეები
შეხვედრა თბილისის 85-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 21.10.2025
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა თბილისის 85-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებთან – 17.10.2025
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო სფეროში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო გარანტიების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომხმარებელთა
17.10.2025 – ,,კონსულტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენთან“
მომხარებელთა ინტერესების სამსახურში ხელმისაწვდომია სერვისი ,,კონსულტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენთან“. აღნიშნული სერვისის გამოყენების მოთხოვნით, სამსახურს მომართა მომხმარებელმა ფარნაოზ მურვანიძემ. მომხმარებელს კონსულტაცია გაუწია კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ. მას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის როლისა და საქმიანობის შესახებ. ამასთან, ომბუდსმენმა გამოთქვა მზაობა მომავალშიც გაუწიოს სამართლებრივი დახმარება კომუნიკაციების სფეროში გამოვლენილ პრობლემეთან მიმართებაში.
შეხვედრა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან – 15.10.2025
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, სამონიტორინგო/კვლევითი და სარეკომენდაციო მიმართულების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ავტორიზებული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება – მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, მათთვის
შეხვედრა მრავალპროფილიანი კოლეჯი ,,იმედის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან – 07.10.2025
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა მრავალპროფილიანი კოლეჯი ,,იმედის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრა სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“ – 02.10.2025
2025 წლის 02 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა, რამაზ ცინცაძემ მონაწილეობა მიიღო სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაში – კერძო მედიაციის ცენტრებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მედიაციის მონაწილეებს





