სიახლეები
კომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისტანციურ რეჟიმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა: „იცოდე შენი უფლებები კომუნიკაციების სფეროში“. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივმა დამცველმა სტუდენტებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები,
Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო გლობალურ რეიტინგში დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.
ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო კვლავ დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით,
კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის რეკომენდაციით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა გაიზარდა
21-ე საუკუნეში ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად მუშაობს, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამის მაგალითია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გუდალეთი. მიმდინარე წლის მაისში, სამსახურს განცხადებით მომართა სოფლის მოსახლეობამ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება ითხოვა. კომუნიკაციების ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის უშუალო ჩართულობით,
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია მომსახურების მომწოდებელ კომპანიებს-მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული საშეღავათო სისტემების ამოქმედების შესახებ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ბოლო პერიოდში გაზრდილია იმ მომხმარებელთა მომართვიანობა, რომელთაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეექმნათ პრობლემები სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი
15 მარტი მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღე
ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს 1983 წლის 15 მარტიდან (World Consumer Rights Day) სათავეს კი იღებს 1961 წლიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჩამოაყალიბა მომხმარებლის ოთხი ძირითადი უფლება: • უსაფრთხოების უფლება; • ინფორმაციის მიღების უფლება; • არჩევანის უფლება; • უფლება, გაეგონათ მისი ხმა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა
დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა❗️ ძვირფასო მომხმარებლებო, საქართველოსა და მთლიან მსოფლიოში COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმდინარე წლის 17 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. პრობლემების შემთხვევაში გთხოვთ საჩივარი წერილობითი ფორმით გადმოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის defender@gncc.ge მეშვეობით, ან შებრძანდეთ ჩვენი





