განცხადებები
კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის სამსახური საკაბელო ტელევიზის დანადგარების უსაფრთხოებას ამოწმებს
კომუნიკაციების მომხმარებეთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა მოქალაქე ზ.მ. -ის საჩივარი, რომელიც ეხება მისი საცხოვრებელი ბინის თავზე განთავსებულ საკაბელო ტელევიზია სს GNN-ის ოფისის მძლავრ სამუშაო დანადგარებს, მიმღებ საკაბელო ანტენებსა და თეფშებს.
კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის რეკომენდაცია “კავკასუს ონლაინს”
კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენმა, ქალბატონმა თამთა ტეფნაძემ, ამა წლის 25 ივნისს ინიციატივით მიმართა საქრთველოში აქტიურად მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიას „კავკასუს ონლაინს“. კერძოდ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია ეხება ზედა ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.

