განცხადებები
ტვ-სერვისის ხარისხი საქართველოში. მომხმარებელთა ინტერესების ომბუდსმენის ინტერვიუ GeoDigital.TV-სთან
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ფუნქციონირებს. აღნიშნული სამსახური „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა კომისიას sms-სპამის საკითხზე რეკომენდაციით მიმართა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში sms-სპამის პრობლემა დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული არაერთი განცხადება/საჩივარი სწორედ sms-სპამის პრობლემას ეხება. საზოგადოებრივმა დამცვლმა მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეკომენდაციით მიმართა „სპამის“ აღნიშნული სახეობის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობის შესახებ.
კომუნიკაციების ობუდსმენის რეკომენდაციასთან დაკავშირებით კომპანია „კავკასუს ონლაინთან“ შეხვედრა გაიმართა
კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც მან შპს „კავკასუს ონლაინს“ მიმდინარე წლის 25 ივნისს მიმართა, ეხებოდა მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.


