განცხადებები
შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხზე
2015 წლის 6 მარტს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ირინე ობოლაძესა და მის მოადგილეს, რუსუდან კოხოძეს შეხვდა.
რეკომენდაცია გაციფრულების პროცესში შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ რეკომენდაციით მიმართა, რომელიც შეეხება გაციფრულების პროცესში საზოგადოების დროულ და სათანადო ინფორმირებას. დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებზე. ვინაიდან ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ახორციელებს გაციფრულების პროცესთან მიმართებით საინფორმაციო კამპანიების
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი – თამთა ტეფნაძე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გახდა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 თებერვალს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ სხდომაზე საბჭოს ახალ წევრად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე დასახელდა. ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015–2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია განიხილა. ანტიკორუფციული საბჭო “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”


