განცხადებები
რეგიონული შეხვედრა ქ. ახალციხეში – „იცოდე შენი უფლებები“
2015 წლის 21 მაისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ქ. ახალციხეში რიგითი რეგიონული შეხვედრა გამართა. შეხვედრა შედგა სამცხე-ჯავახეთის გრიგოლ ხანძთელის სახელწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ციფრულ საეთერო მაუწყებლობასა და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.


