Select Page

განცხადებები

სააპელაციო სასამართლომ შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დავა ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის შესახებ 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა შპს „კავკასუს ონლაინი“.

კომუნიკაციების ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე კომისიამ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო

კომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე განხილული დავის შედეგად, მომხმარებელთა ფართო წრის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია „მაგთიკომს“ დაევალა 2016 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი გაფრთხილების ეფექტიანი სისტემის დანერგვა მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ,

25 აგვისტოს საქართველოში გაციფრულების პროცესი სრულდება

2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება დმანისის, ბოლნისის, წალკის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, მესტიის, ჭიათურის, საჩხერის, სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.