განცხადებები
გვანცა ჩხეიძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგენლებთან. “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”. სწორედ ეს თემა ისახავს მიზნად საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრის მონაწილებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები
გვანცა ჩხეიძის შეხვედრა იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრძელებს ონლაინ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივმა დამცველმა შხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის
ხარისხიანი მომსახურების წინაპირობა ინფორმირებული მომხმარებელია
სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლება-მოვალეობების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმ პირობებში, როდესაც საჯარო და კერძო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსებობის თაობაზე,


