Select Page

განცხადებები

გვანცა ჩხეიძის შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან

2022 წლის 8 აპრილს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში-ჩამოტვირთვა

მომხმარებეთ აინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიმდინარე წლის 17 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი. შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მათი