Select Page

განცხადებები

კომუნიკაციების ომბუდსმენი თბილისის თავისუფალი აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე, საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა თბილისის თავისუფალი აკადემიის წარმომადგენლებთან. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გაცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

გვანცა ჩხეიძის შეხვედრა ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან

2022 წლის 15 აპრილს გვანცა ჩხეიძემ ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა ჩაატარა. ” იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

გვანცა ჩხეიძის შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 13 აპრილს, გვანცა ჩხეიძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.