Select Page

რა უფლებები აქვს მომხმარებელს

ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით?

მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით საჩივარი უნდა წარადგინოს:

მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შექმნილი;

  • კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში,  რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
  • სასამართლოში.

შენიშვნა:  საჩივრის წარდგენისას მითითებული რიგითობის დაცვა სავალდებულო არ არის!

საჩივრის ფორმა და შინაარსი:

საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით; მიზანშეწონილია საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმააციას: 

  • სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა მისამარ­თი და საკონტაქტო მონაცემები;
  • მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და მომხმარებლის სააბონენტო ანგარიშის ნომერი;
  • მოთხოვნა; 
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.