Select Page

მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს

ვის  მიმართოთ საჩივრით?

მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჩივარი შეიძლება შეიტანოს:

  • მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის საჩივრების განმხილველ სამსახურში
  • კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში
  • სასამართლოში

შენიშვნა: საჩივრის წარდგენისას მითითებული რიგითობის დაცვა სავალდებულო არ არის.

 საჩივრის ფორმა და შინაარსი: 

საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით.

საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:

  • სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა მისამარ­თი და საკონტაქტო მონაცემები;
  • მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და მომხმარებლის სააბონენტო ანგარიშის ნომერი;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.