კომპანიის ვალდებულებები
მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებები
რა ვალდებულებები აქვს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს?
- მომსახურების მიმწოდებელი ვადებულია უზრუნვეყოს ხელშეკრულებით დადგენილი ხარისხის მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მომხმარებელისათვის მიწოდება;
- შემდგომი გადახდის პირობით მიწოდებული მომსახურების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნით მიაწოდოს მას მომსახურების ანგარიში;
- აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უფასოდ მიაწოდოს აბონენტს საანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში ყველა მიწოდებულ მომსახურებაზე, ხოლო არასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით;
- მომსახურების მიმწოდებელმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინფორმაცია საჩივრისა და საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის პირობების შესახებ, უფასო ნომრების მითითებით და უზრუნველყოს მუდმივმოქმედი 24-საათიანი ცხელი ხაზის მუშაობა;
- უზრუნველყოს საკუთარი აბონენტებისთვის საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრების ხელმისაწვდომობა და აღნიშნულზე მომხმარებელთა ინფორმირება;
- უზრუნველყოს საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი შიდა მექანიზმის შექმნა;
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს 15 დღის ვადაში;
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელს აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე;
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, დაზიანების აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადების დაცვა (დაზიანების სხვადასხვა სახეობისთვის კანონმდებლობით დეტალურად გაწერილია შესაბამისი ვადები);
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა სააბონენტო ხელშეკრულებებში;
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში შესული ცვლილებები თავის ვებგვერდზე აღრიცხოს თარიღის მითითებით.
რას უნდა შეიცავდეს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სათანადო წესით გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება?
- ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
- პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
- მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
- დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
- დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
- ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
- მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.