Select Page

სამსახურის უფლებამოსილება და კომპეტენცია

უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

კომუნიკაციების სფეროში მომხმარებლის  ინტერესების დაცვას  კომუნიკაციების ომბუდსმენი ახორციელებს:

  • ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადება/საჩივრებზე რეაგირებით
  • სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირებით
  • საქართველოს კანონმდებლობის იმ პროექტების მომზადებაში მონაწილეობით, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე
  • საინფორმაციო საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:

  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

  • მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და განხილვა; მომხმარებლებზე კომისიის სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგების შეფასება;

  • მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებთან და მაუწყებლებთან დავაში, კომისიაში, აგრეთვე სასამართლოში;
  • კონსულტაციებისა და სამართლებრივი დახმარების გაწევა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებელთათვის. საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადოდ აღრიცხვა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში, პერიოდული ანალიზი და ანგარიშების მიწოდება კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
  • მონაწილეობის მიღება კომისიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე;

  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა უწყებათაშორისი საბჭოებისა ან კომისიების მუშაობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

  • კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება.