Select Page

2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება დმანისის, ბოლნისის, წალკის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, მესტიის, ჭიათურის, საჩხერის, სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ-ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით დაიწყო და 25 აგვისტოს საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება.