3-17 მარტს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება, რომლის ფარგლებშიც მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას განიხილავენ და გაუზიარებენ საზოგადოებას.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურს დაგეგმილი აქვს არაერთი აქტივობა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებთან.