მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 8 აპრილს, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში, “იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, მორიგი შეხვედრა გამართა ქ. ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რუხის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.