Select Page

მიმდინარე წლის 6 ივლისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობენ: საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი, ქუთაისის, თელავის, ბათუმის, ოზურგეთის და ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ფილიალები, ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის, უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალი, ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, კავშირი თანადგომა შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის ქუთაისის ფილიალი, საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირი და სხვები.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს: ლია ტაბატაძეს, ანა ლორთქიფანიძეს, მაია გაჩეჩილაძეს, დიმიტრი სილაგაძეს, რამინი მაჭარაშვილს, გურამ გოგოლაძეს, ფიქრია ბარამიძეს, ასმათ ჯანგავაძეს, ნინო ნინოშვილს, თინათინ გელხვიძეს, თომა კაკაბაძეს, მანანა კურტანიძეს, მაია ბიბილეიშვილს, დიანა ხაზარაძეს და სხვა დამსწრე პირებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.