მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, შეხვედრა გამართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუდენტებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.