Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, თემის წარმომადგენლებთან და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.
გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე, პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებები, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს, ტელეკომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობისთვის და პრიორიტეტულია საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური.
სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.
კომუნიკაციების ომბუდსმენი აქტიურად გეგმავს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთანაც.