Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს საქართველოს მაშტაბით საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა.

მიმდინარე წლის 10 მაისს გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

საზოგადოებრივმა დამცველმა მოსწავლეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.