მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის, ასევე დაბა ხულოს საბავშვო ბიბლიოთეკის, სოფლების: ქვემო ვაშლოვანის, საციკურის, სხალთის, ზემო ვაშლოვანის, დიდაჭარის, კალოთის, დიოკნისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.