მიმდინარე წლის 26 აპრილს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.