მიმდინარე წლის 21 აპრილს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.