მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმდინარე წლის 19 მაისს შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.