მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას სასოფლო ბიბლიოთეკის წარმომადგენელი
შოთა შაფაქიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.