Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

მიმდინარე წლის 30 მაისს შეხვედრა გაიმართა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.