მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს შეხვედრა გაიმართა ქალაქ ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.