2015 წლის 8 მაისს 14:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეხვედრას მართავს ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასთან.
დამცველის სამსახურიდან წარმოდგენილები იქნებიან კომუნიკაციების ომბუდსმენის თანაშემწეები: ალექსანდრე მშვილდაძე, გიორგი ხუნდაძე, ნათია ფანგანი.
შეხვედრის თემაა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და ციფრული მაუწყებლობის საკითხებზე.
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ადგილობრივი მაცხოვრებლები. შეხვედრა გაიმართება ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, დაგეგმილი აქვს აქტიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესსა და ვადებზე, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.