მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” – კამპანიის ფარგლებში, საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.