“იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგდაოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 26 თებერვალს კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში.
ბელა დეველაშვილმა, სკოლის უფროსკლასელებს და პედაგოგ-მასწავლებლებს, წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.