Select Page

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 90-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

შოთა შაფაქიძემ წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.