მიმდინარე წლის 28 თებერვალს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 83-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
საზოგადოებრივმა დამცველმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.