Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების უფროს კლასელებთან და პედაგოგ /მასწავლებლებთან.

მიმდინარე წლის 5 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 65-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.