Select Page

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

შოთა შაფაქიძემ წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.