მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.
შოთა შაფაქიძემ წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
~