Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, -“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან.

შოთა შაფაქიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.