მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში.
სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.