Select Page

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა -მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

სოფო ჯაფარიძემ წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.