Select Page

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, დაგეგმილი ააქტივობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 მარტს, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.