მიმდინარე წლის 19 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
გვანცა ჩხეიძემ შეხევედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.