Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2021 წლის 9 ივლისს ონლაინ შეხვედრა:”იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.