მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქედის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.