მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლის უფროს კლასელებთან..
ბელა დეველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.